CES 2022-ის ფარგლებში AMD ოფიციალურად წარმოადგინა Ryzen 6000 პროცესორები ნოუთბუქებისათვის, რომლებიც 6 ნანომეტრიანი პროცესითაა შექმნილი და Zen 3+ არქიტექტურაზეა დაფუძნებული. პროცესორში ჩაშენებულია RDNA 2 გრაფიკული ბირთვები. წინა თაობასთან შედარებით გამოთვლითი სიმძლავრე 1,3-ჯერ გაიზარდა, ხოლო თამაშებში ეს მაჩვენებელი 2-ჯერ მეტია.
H სერიის პროცესორები განკუთვლინია მძლავრი სათამაშო და გრაფიკული მოწყობილობებისთვის, როცა U სერიის ჩიპები გმოყენებული იქნება თხელ და მსუბუქ ნოუთბუქებში.
სერიაში ფლაგმანურ პროცესორს 8-ბირთვიანი 16-ნაკადიანი Ryzer 9 6980HX აქვს, 3,3 გჰც სიხშირით და ტურბო ბუსტით 5 გჰც-მდე. ჩიპში 12 RDNA 2 გრაფიკული ბირთვიანი 2,4 გჰც. სიხშირით. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი Ryzen პროცესორი 5 გჰც. სიხშირის მხარდაჭერით.
მოდელი | ბირთვუ/ნაკადი | საბაზიზო სიხშირე | ტურბო სიხშირე | კეში L2 + L3 | GPU სიხშირე | ტექპროცესი | TDP |
Ryzen 9 6980HX | 8/16 | 3,3 გჰც | 5,0 გჰც | 20 მბ | 12 (2,4 გჰც ) | 6 ნმ | 45+ ვტ |
Ryzen 9 6980HS | 8/16 | 3,3 გჰც | 5,0 გჰც | 20 მბ | 12 (2,4 გჰც ) | 6 ნმ | 35 ვტ |
Ryzen 9 6900HX | 8/16 | 3,3 გჰც | 4,9 გჰც | 20 მბ | 12 (2,4 გჰც ) | 6 ნმ | 45+ ვტ |
Ryzen 9 6900HS | 8/16 | 3,3 გჰც | 4,9 გჰც | 20 მბ | 12 (2,4 გჰც ) | 6 ნმ | 35 ვტ |
Ryzen 7 6800H | 8/16 | 3,2 გჰც | 4,7 გჰც | 20 მბ | 12 (2,2 გჰც ) | 6 ნმ | 45 ვტ |
Ryzen 7 6800HS | 8/16 | 3,2 გჰც | 4,7 გჰც | 20 მბ | 12 (2,2 გჰც ) | 6 ნმ | 35 ვტ |
Ryzen 5 6600H | 6/12 | 3,3 გჰც | 4,5 გჰც | 19 მბ | 6 (1,9 გჰც ) | 6 ნმ | 45 ვტ |
Ryzen 5 6600HS | 6/12 | 3,3 გჰც | 4,5 გჰც | 19 მბ | 6 (1,9 გჰც ) | 6 ნმ | 35 ვტ |
Ryzen 7 6800U | 8/16 | 2,7 გჰც | 4,7 გჰც | 20 მბ | 12 (2,2 გჰც ) | 6 ნმ | 15-28 ვტ |
Ryzen 5 6600U | 6/12 | 2,9 გჰც | 4,5 გჰც | 19 მბ | 6 (1,9 გჰც ) | 6 ნმ | 15-28 ვტ |
Ryzen 7 5825U | 8/16 | 2,0 გჰც | 4,5 გჰც | 20 მბ | 8 (1,8 გჰც ) | 7 ნმ | 15 ვტ |
Ryzen 5 5625U | 6/12 | 2,3 გჰც | 4,3 გჰც | 19 მბ | 7 (1,6 გჰც ) | 7 ნმ | 15 ვტ |
Ryzen 3 5425U | 4/8 | 2,7 გჰც | 4,1 გჰც | 10 მბ | 6 (1,5 გჰც ) | 7 ნმ | 15 ვტ |
Ryzen 6000 პროცესორები ორჯერ მეტ გრაფიკულ შესაძლებლობებს გვაძლევს Ryzen 5000 სერიასთან შედარებით. ეს შესაძლებელი გახდა Vega-დან RDNA 2-ზე გადასვლით, რომელიც ასევე გამოიყენება Radeon RX 6000 ვიდეო ბარათებში, კონსოლებში Xbox Series X|S და Playstation 5. RDNA 2 – Ryzen 6000-ში სხივების ტრასირების ტექნოლოგიასაც გვთავაზობს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო U სერიის ჩიპების ტესტირებას, რომლებიც დიდი ალბათობით გამოყენებული იქნება ნოუთბუქებში დისკრეტული გრაფიკის გარეშე. თამაშებში Deathloop და Call of Duty: Vanguard – 1080p გარჩევადობაზე მიღებულ იქნეა 73 და 114 FPS შესაბამისად, როცა გამოყენებული იყო AMD FidelityFX Super Resolution.
და ბოლოს, Ryzen 6000-ში არის USB4-ის მხარდაჭერა 40 გიგაბიამდე გამტარობით, PCIe Gen 4, DDR5 4800 MT/s და LPDDR5 6400 MT/s, HDMI 2.1 კადრების მაღალი სიხშირით და VRR, Wi-Fi 6E და Bluetooth LE 5.2.
ახალი ნოუთბუქები წარმოდგენილი პროცესორებით უკვე თებერვალში გამოვა, ხოლო წლის ბოლომდე 200 ნოუთბუქამდე გამოვა პრემიუმ კლასის მონაცემებით.