თიბისი ბანკი, ტექ-სესიების ფარგლებში, AWS (Amazon Web Servisec) კომუნის შეკრებას უმასპინძლებს. ღონისძიება 27 ოქტომბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართება.
შეხვედრაზე უახლოესი ტექნოლოგიური თემები იქნება განხილული, რომელსაც AWS-ის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპიკერები გაუძღვებიან. ღონისძიება ინგლისურ ენაზე წარიმართება.
შეხვედრაზე ამაზონ ვებ-სერვისების სენიორ დეველოპერების წარმომადგენელი, ვიქტორ ვედმიჩი ისაუბრებს. ასევე AWS კომუნის წარმომადგენლები, რომლებიც ამაზონ ვებ-სერვისებით შექმნილ ტექნოლოგიებზე გამოცდილებას გააზიარებენ, რაც ქართულ ფინ-ტექ და სადაზღვეო აპლიკაციების გადაწყვეტებში გამოიყენება.
“ამაზონ ვებ სერვისები”-ის მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, დეველოპერებისგან და ბიზნეს პროფესიონალებისგან შემდგარი კომუნაა. ეს არის პლატფორმა მათთვის, ვისაც უახლეს ღრუბლოვანი ტექნოლოგიები აინტერესებს.
აღსანიშნავია, რომ AWS – ამაზონ ვებ სერვისები – ამაზონის შვილობილი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია. AWS უზრუნველყოფს სხვადასხვა ღრუბლოვანი და API ტექნოლოგიების მიწოდებას კომპანიებისთვის თუ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის.