კომპანია ენკომის (Encom) ორგანიზებით “Furore Festival”-ი დაიგეგმა, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე ჩატარდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ფესტივალზე დეტალურ ინფორმაციას ეტაპობრივად გაასაჯაროებენ.
ამ თემასთან დაკავშირებით “ნავიგატორი” კომპანია ენკომის დირექტორს და ფესტივალის იდეის ავტორს თემო პეტრიაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ერთ დღიანი ღონისძიება კონსერვატორიაში გაიმართება და სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებს გაართიანებს.
“მთავარი მიზანი სხვადასხვა ინტერესის და ასაკის ადამიანების გაერთიანებაა. სხვადასხვა სივრცე მოეწყობა, სადაც მოსული სტუმრები შეძლებენ როგორც განტვირთვას, ღვინის დეგუსტრაციას, ასევე სამსახურის მოძებნას, დამსაქმებლებთან გასაუბრებას. ყველა ინტერესის ადამიანისთვის შესაბამისი სივრცე მოიძებნება.
ღონისძიების მთავარი ნაწილი დაეთმობა გამომსვლელებს და სპიკერებს. მოწვეული იქნებიან როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი ადამიანები, ასევე ახალი სახეებიც სხვადასხვა სფეროდან. ეს არ იქნება სტანდარტული კონფერენცია, ფესტივალი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება, რასაც მოგვიანებით გავასაჯაროებთ.
ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია: დააინტერესებს აბიტურიენტებს, სტუდენტებს, ბიზნესის მფლობელებს. ასევე კომპანიები საკუთარი პროდუქციით იქნებიან წარმოდგენული.
პანდემიის პირობებში, მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ჩატარება ვერ ხერხდებოდა. მომავალ წელს პირველად ჩავატარებთ ამ ფესტივალს, შესაძლებლობა გვაქვს კონსერვატორიის სივრცე და ტექნიკური მხარე საინტერესო ფორმით გამოვიყენოთ.” – აღნიშნავს თემო პეტრიაშვილი.


კომპანია ენკომი ორი წლის წინ შეიქმნა და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მათი საქმიანობის სფეროს მოიცავს: სასწავლო კურსები, კომპანიებისთვის კორპორაციული სერვისები, უფასო ვებინარები და ასე შემდეგ.

წინა სტატიაiPhone 15-ს ექნება USB-C პორტი. Apple ამისთვის უკვე მოემზადა
შემდეგი სტატიაქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ინოვაციების ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი