ყველაზე პატარა ზომის მუშა ტელევიზორი შეიქმნა

გაჯეტი კომპანია TinyCircuits-ის მიერ დამზადდა. TinyTV 2 სრულად აწყობილია და მზად არის გამოსაყენებლად.
TinyTV 2 იკვებება Raspberry Pi RP2040 მიკროპროცესორით და აქვს მხოლოდ 47.6 x 36.6 x 25.9 მმ ზომები. მის 26 მმ ზომის ფერად ეკრანს აქვს 216 x 135 პიქსელის გარჩევადობა. ელექტროენერგიას 3.7V/150mAh ლითიუმ-პოლიმერული ბატარეა უზრუნველყოფს, რომელიც ერთი დატენვით ორი საათის განმავლობაში შეუფერხებლად მუშაობს.

მომხმარებლებს შეუძლიათ გადმოწერილ ხმოვან ვიდეოებს უყურონ, ორი მბრუნავი ღილაკის გამოყენებით ხმა დააურეგულირონ და სხვაგანაც კი გადართონ (სხვა გადმოწერილი ვიდეოების სანახავად).
ასევე პატარა ინფრაწითელი დისტანციური მართვის პულტის მეშვეობით, შესაძლებელია ეს ფუნქციები დისტანციურად შეასრულოთ.
ვიდეოები ინახება ჩაშენებულ 8 GB microSD ბარათზე, რომელიც 10 საათის გადაღებულ მასალას იტევს. მომხმარებლებს საკუთარი ვიდეოები USB-C კაბელის საშუალებით შეუძლიათ ატვირთონ.
მათთვის, ვისაც კიდევ უფრო პატარა ზომის ტელევიზორი სურს, არსებობს კიდევ უფრო მცირე ზომის, TinyTV Mini, რომლის ზომებია 26.3 x 23.8 x 21.9 მმ და აქვს 64 x 64 პიქსელი 15.2 მმ OLED ფერადი ეკრანი. გავრცელებული ინფორმაციით, მას შეუძლია ერთი დატენვით ერთი საათი იმუშაოს, ხოლო რაც შეეხება ტევადობას, შეუძლია 40 საათამდე ვიდეო 8 GB ბარათზე შეინახოს.
ასევე ხელმისაწვდომია ვერსიები გამჭვირვალე კორპუსით.

დაკვირვებადი სამყარო 93 მილიარდი სინათლის წელია, მაგრამ რა არის მის მიღმა? აი, რა არ შეგვიძლია დავინახოთ…

ხელოვნური ინტელექტი ახალ მიდგომებთან კომბინაციაში წამლების შექმნას ორჯერ დააჩქარებს — Reuters

Google-ის აქციები 8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საძიებო გიგანტმა ანტიმონოპოლიურ საქმეში უმძიმესი სასჯელი აიცილა თავიდან

Anthropic ახლა $183 მილიარდი ღირს. კომპანიის შეფასება ექვს თვეში სამჯერ გაიზარდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *