DataFest Tbilisi 2022-ის ფარგლებში DemTech ჰაკათონი ჩატარდება

DataFest Tbilisi 2022-ის ფარგლებში, DataFest Tbilisi და Alliance of Democracies Foundation-ის ერთობლივი ჰაკათონი DemTech ჩატარდება.
ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვადან და უკრაინიდან, იმ ადამიანებს, რომლებსაც ტექნოლოგიების, ბიზნესის, სტარტაპების, პოლიტიკისა და დემოკრატიის აქტივიზმის სფეროში გამოცდილება აქვთ მიღებული. მათ შესაძლებლობა ექნებათ, მოიფიქრონ იდეები, თუ როგორ გამოიყენონ ტექნოლოგია რეგიონში დემოკრატიის გასაძლიერებლად. იმუშავებენ ისეთ თემებზე, როგორიც არის ტექნოლოგიური გზების ძიება, რაც უკრაინას გამარჯვებასა და აღდგენაში დაეხმარება. და ასევე, მოიძიონ ინოვაციური ტექნოლოგიური გზები, რომელიც რეგიონს დემოკრატიის გაძლიერებასა და მშვიდობის დამყარებაში შეუწყობს ხელს. ჰაკათონს ForSet-ისა და Democracy Alliance Foundation-ის წარმომადგენლები წარუძღვებიან. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, DataFest Tbilisi-ის ფესტივალზე მსოფლიო დონის სპიკერებს მოუსმინონ და ვორკშოპებს დაესწრონ.
გამარჯვებული გუნდი Copenhagen Democracy Summit-ზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2023 წლის 15-16 მაისს ჩატარდება. მათ კოპენჰაგენში ფულადი პრიზის მოპოვების შანსი ექნებათ.


DemTech ჰაკათონის მონაწილეების შერჩევა 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.

დაკვირვებადი სამყარო 93 მილიარდი სინათლის წელია, მაგრამ რა არის მის მიღმა? აი, რა არ შეგვიძლია დავინახოთ…

ხელოვნური ინტელექტი ახალ მიდგომებთან კომბინაციაში წამლების შექმნას ორჯერ დააჩქარებს — Reuters

Google-ის აქციები 8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საძიებო გიგანტმა ანტიმონოპოლიურ საქმეში უმძიმესი სასჯელი აიცილა თავიდან

Anthropic ახლა $183 მილიარდი ღირს. კომპანიის შეფასება ექვს თვეში სამჯერ გაიზარდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *