Apple-ს ფერადი AirPods-ის გამოშვება ჯერ კიდევ 2016 წელს სურდა, მაგრამ ბოლო წუთს შეიცვალა აზრი

Apple-ის პროტოტიპის კოლექციონერმა Kosutami-მ გამოაქვეყნა AirPods-ის ვარდისფერი დამტენის ფოტო.

მისი თქმით, ეს არის ქარხნული ფერი. Apple სავარაუდოდ გეგმავდა AirPods გამოშვებას სხვადასხვა ფერებში, მათ შორის შავი, ვარდისფერი, მეწამული და წითელი.

ფერადი AirPods-ის გამოშვება გაუქმდა PVT ეტაპზე – საბოლოო ტესტი მასობრივი წარმოების დაწყებამდე.

საინტერესოა, რომ მხოლოდ კორპუსის გარე მხარეს ჰქონდა არასტანდარტული ფერი. შიგნით, ის, ისევე როგორც თავად AirPods, თეთრია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *