The Information-ის თანახმად, Apple მილიონობით დოლარს ხარჯავს საკუთარი სასაუბრო ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის ხელოვნური ინტელექტის ხელმძღვანელი, ჯონ ჯანანდრეა, სკეპტიკურად არის განწყობილი AI ჩეთბოტების მიმართ, მან მაინც შექმნა გუნდი ოთხი წლის წინ, რომელიც მუშაობს სასაუბრო ხელოვნურ ინტელექტზე. მანამდე მარკ გურმანმა იგივე თქვა – მან განაცხადა, რომ ზოგიერთმა დეველოპერმა უკვე მოიპოვა წვდომა Ajax-ის ჩატბოტზე, რომელსაც შიგნით Apple GPT ჰქვია.
Foundational Models-ის გუნდი, რომელიც მუშაობს ახალ AI-ზე, მოიცავს მხოლოდ 16 ადამიანს. Apple მილიონებს ხარჯავს თავისი ენის მოდელების მომზადებაში.
გამოცემამ ადრე განაცხადა, რომ კუპერტინო ასევე მუშაობს Siri-ს მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე, რომელიც დებიუტი იქნება iOS 18-ში.