კომპანია Nintendo მობილურ ბაზარზე გაფართოებას აგრძელებს. როგორც გამოცემა The Wall Street Journal გვაუწყებს, Animal Crossing-ის კვალდაკვალ, რომელიც ამა წლის მეორე ნახევარში გამოვა, კომპანია გამოუშვებს The Legend of Zelda-ს მობილურ ვერსიას. გასაოცარი არაფერია, თუ გავითვალისწინებთ სათავგადასავლო ექშენ Breath of the Wild-ის ფენომენალურ პოპულარულობას.
კომპანია Nintendo-მ განაცხადა, რომ ფინანსური წლის დამთავრებამდე გამოუშვებს 2-3 ახალ თამაშას მობილური პლატფორმისათვის. The Legend of Zelda-ს ჟანრი ან გავრცელების მოდელი ჯერ ცნობილი არ არის. Nintendo ჯერჯერობით უარს აცხადებს გამოეხმაუროს გავრცელებულ ხმებს.
The Wall Street Journal ასევე აცხადებს, რომ The Legend of Zelda-ს გარდა კომპანია The Pokemon Company (Nintendo-ს ფილიალი) აპირებს დაიწყოს მუშაობა ახალ ბანქოს თამაშზე სმარტფონებისათვის.
შეგახსენებთ რომ მობილური პლატფორმისათვის Nintendo-მ უკვე გამოუშვა ორი თამაში: Super Mario Run და Fire Emblem Heroes. იაპონურ კომპანიას ორივე თამაშმა დიდი მოგება მოუტანა.