Apple-მა წარმოადგინა განახლებული MacBook Air ნოუთბუქები. ახლა მოწყობილობები მუშაობენ M4 პროცესორზე, აღჭურვილია ვებკამერით, რომელსაც აქვს მომხმარებლის თვალყურის დევნების ფუნქცია კადრში და ხელმისაწვდომია ცისფერ ფერში. გაყიდვები 2025 წლის 12 მარტს დაიწყება.

განახლებული MacBook Air ხელმისაწვდომია 13 და 15 დიუმიანი დისპლეით. მთავარი სიახლეა M4 პროცესორი 10 ბირთვიანი CPU-ით და 10 ბირთვიანი GPU-ით. ძირითად კონფიგურაციაში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია 16 GB ოპერატიული მეხსიერება, მაგრამ არის 32 GB-იანი ვერსიებიც. MacBook Air ორჯერ უფრო პროდუქტიული გახდა, თუ მას M1-ზე Air-ს შევადარებთ.
გარდა ამისა, Apple-მა ლეპტოპში ჩაშენა 12 მეგაპიქსელიანი ვებკამერა Center Stage და Desk View ფუნქციებით. პირველი მომხმარებელს კადრის ცენტრში აფიქსირებს, ხოლო მეორე – სამუშაო მაგიდას იღებს. ასევე, MacBook Air ახლა მხარს უჭერს გამოსახულების გამოტანას ორ გარე მონიტორზე 6K-მდე გარჩევადობით, ჩართული ჩაშენებული დისპლეით. ადრე ორ მონიტორზე გამოსახულების გატანა მხოლოდ სახურავის დახურვისას მუშაობდა.
13 დიუმიანი MacBook Air M4 პროცესორით, 16 GB ოპერატიული მეხსიერებით და 256 GB მუდმივი მეხსიერებით 1000 დოლარი ეღირება. ვერსია 15 დიუმიანი ეკრანით, 32 GB ოპერატიული მეხსიერებით და 1 TB მუდმივი მეხსიერებით 2000 დოლარი ღირს. წინასწარი შეკვეთის გაფორმება ახლავეა შესაძლებელი, მაგრამ მიწოდება 12 მარტს დაიწყება.