CMF ბრენდმა, რომელიც კომპანია Nothing-ს ეკუთვნის, ახალი სმარტფონი წარადგინა. მოწყობილობას Phone 2 Pro ეწოდება და ის კვლავ ბიუჯეტური აპარატია.

CMF Phone 2 Pro-ს მახასიათებლები:

ეკრანი: 6.77″ OLED, FHD+, 120 ჰც, 3000 ნიტამდე სიკაშკაშე, Panda Glass
პროცესორი: MediaTek Dimensity 7300 Pro
მეხსიერება: 8 GB LPDDR4X, 128/256 GB UFS 2.2, microSD ბარათის სლოტი
კამერები: 50 MP (ძირითადი), 8 MP (ულტრაგანიერი), 50 MP (ტელეფოტო); 16 MP (ფრონტალური)
ოპერაციული სისტემა: Nothing OS 3.2 (Android 15)
აკუმულატორი: 5000 mAh, 33 ვატიანი დამუხტვა, 5 ვატიანი უკუ დამუხტვა
კავშირი: USB-C, Wi-Fi 6, Bluetooth 5.3, 5G, NFC

დიზაინი CMF Phone 1-თან შედარებით შეიცვალა, თუმცა საერთო ჯამში ცნობადი დარჩა. უკანა პანელი ორ ნაწილად გაიყო. ბრენდისთვის დამახასიათებელი მოდულურობა ადგილზეა. უკანა ხუფების შეცვლა შესაძლებელია. მათი სურვილისამებრ 3D პრინტერზე დაბეჭდვაც შეიძლება. მხარდაჭერილია ცვალებადი აქსესუარები, მათ შორის კამერის ლინზები.

ახალი სმარტფონის პროცესორი ოდნავ სწრაფი გახდა.

დაემატა მესამე უკანა კამერა — ეს არის ტელეფოტო ლინზა 2-ჯერადი ოპტიკური და 20-ჯერადი ციფრული ზუმის მხარდაჭერით.

გაუმჯობესდა ეკრანის მახასიათებლები.

კორპუსი პლასტმასისგან არის დამზადებული. აქვს IP54 დაცვა. ახალი სმარტფონი წინამორბედზე თხელი გახდა. ეკრანის გარშემო ჩარჩოებიც შემცირდა.

კიდევ ერთი სიახლეა გვერდზე განთავსებული Essential key ღილაკი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ეკრანის ანაბეჭდების გადაღება და ხმის ჩაწერა დიქტოფონზე. მსგავსი ღილაკი აქვთ უფროს მოდელებსაც: Nothing Phone (3a) და (3a) Pro.

სმარტფონი სამი წლის განმავლობაში მიიღებს Android-ის განახლებებს და ექვსი წლის განმავლობაში უსაფრთხოების პაჩებს.

ხმა — ერთი „ულტრახმამაღალი“ დინამიკი. თითის ანაბეჭდის სკანერი — ოპტიკური. ასარჩევად კორპუსის ოთხი ფერია.

სმარტფონის მიწოდება 6 მაისს დაიწყება. აქსესუარების შეძენა ცალკე მოუწევს მომხმარებელს.

წინა სტატიაMeta-მ წარმოად Edits-ს: ვიდეოების შექმნის გამარტივებული აპლიკაცია

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი