Xiaomi-მ ჩინეთში მეორე თაობის სმარტ-საათები წარმოადგინა, რომელიც მისი შვილობილი ბრენდის Huami-ს სახელით გამოდის. მოწყობილობა გარეგნულად შეიცვალა და კლასიკურ საათს დაემსგავსა და ამავდროულად მთლი რიგი ახალი ფუნქციონალი მიიღო.

74cb111815357c9f53f095ab1094ab90

Amazfit Wathc 2 აღჭურვილია მრგვალი 1,34 დიუმიანი ეკრანით 320×200 გარჩევადობით. მას ორ-ბირთვიანი პროცესორი აქვს 1,3 გჰც. სიხშირითა და 512 მეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით. მონაცემების შესანახად მას 4 გიგაბაიტიანი ჩაშენებული მეხსიერება აქვს. საათს 280 მილიამპერიანი აკუმლაორი აქვს, რომელიც მას ერთ მუხტზე 5 დღე ამუშავებს.

a55479c6766c7245e9519b2f6166e4d9

საათში არის GPS მოდული და გულის რითმის ოპტიკური სენსორი. მხარდაჭერიალი 11 სახეობის სპროტული აქტივობა, მათ შორისაა სირბილი, ცურვა, ტრიატლონი და ა. შ. მოწყობილობას ასევე შუძლია გამოიტანოს შეტყობინებები, ზარები და სხვა ინფორმაცია დაკავშირებული სმარტფონიდან.

ეკრანის გარშემო ჩარჩო კერამიკისა, ხოლო ღილაკები უჟანგავი ფოლადისგან არის გაკეთებული. საათი უძლებს 50 მეტრამდე წყალში ჩაძირვას. ასევე წარმოდგენილია Amazfit Watch 2S სერია საფირონის შუშითა და ტყავის სამაჯურით, მაგრამ უკვე GPS-ისა და გულის რითმის სენსორის გარეშე.

ჩვეულებრივი Amazfit Watch 2  – 150 დოლარი ეღირება ხოლო 2S მოდელი 225 დოლარი იქნება.

წინა სტატიადონალდ ტრამპმა Kaspersky-ს პროდუქტები აკრძალა ამერიკის სამთავრობო სტრუქტურებში
შემდეგი სტატიაGoogle – 2017 – წლის შემაჯამებელი ვიდეო

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი