ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის სტარტაპები, რომლებიც მწვანე ტექნოლოგიების სფეროში მუშაობენ, ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელობას, ავსტრიის განვითარების სააგენტოს, სავაჭრო პალატისა და ევროპის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ღონისძიებას საქართველოში ავსტრიის ელჩი ესწრებოდა.
“ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც ქართველი, ასევე ავსტრიელი ხალხისთვის. ვისაუბრეთ ბოლო დროის არსებული ეკოლოგიური გამოწვევების შესახებ, მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. მიმდინარეობდა ერთმანეთთან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. რაც მთავარია, თანამშრომლობა ქართულ მხარესთან მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება” – ავსტრიის ელჩი არად ბენკო.
სტარტაპებმა ისაუბრეს მწვანე ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით იმ შედეგებზე, რაც სასწავლო ტურის ფარგლებში მიიღეს.
სასწავლო ტური ავსტრიის საელჩოს ინიციატივით ავსტრიაში სექტემბრის ბოლოს გაიმართა, სადაც მონაწილეობას 7 ქართული სტარტაპი იღებდა.