კომპანია Samsung-მა საშუალო ფასის კატეგორიაში ახალი Galaxy A6s წარმოადგინა, რომელსაც ორმაგი მთავარი კამერა აქვს. სიახლე პირველი Samsung-ის მოწყობილობაა, რომელსაც სხვა კომპანია აწარმოებს.
სმარტფონს კომპანია Wingtech აწარმოებს, რომელიც Xiaomi-ს შეკვეთებსაც ასრულებს. სავარაუდოდ ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი თვითღირებულების შემცირებაა ჩინურ ბაზარზე კონკურენციისთვის.
Galaxy A6s-ს 6 დიუმიანი IPS ეკრანი აქვს Full HD+ გარჩევადობით 2160×1080 პიქსელი. სიახლეს 8-ბირთვიანია პროცესორი Qualcom Snapdragon 660 და 6 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება აქვს. შიდა მეხსიერება 64 ან 128 გიგაბაიტია კონფიგურაციის შესაბამისად.
სმარტფონს შუშის კორპუსი და მეტალის ჩარჩო და გრადიენტული შეფერილობა აქვს. ჩარჩოები წინა პანელზე უკანა პანელის ფერებში არის შეღებილი. თითის ანაბეჭდების სკანერი კორპუსის უკანა პანელზეა მოთავსებული.
მთავარი კამერა LED განათებით არის აღჭურვილი და ორი 12 და 5 მეგაპიქსელიანი მოდულებითაა დაკომპლექტებული. წინა კამერა ერთია და ის 12 მეგაპიქსელიანია. აკუმლაოტის მოცულობა 3300 მილიამპერია და სამრტფონი Android 8.1 Oreo-ს მართვის ქვეშ მუშაობს.
სმარტფონი ჩინეთში 1 ნოემბრიდან შემოვა გაყიდვაში, ლურც და შავ ფერებში გრადიენტული გადასვლებით. საბაზისო 64 გბ მოდელის ფასი 260$ იქნება ხოლოდ 128 გიგაბაიტიანი მოდელი 320$ ეღირება. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის გამოვა Galaxy A6s გლობალურ ბაზარზე.