Xiaomi-მ წარმოადგინა ახალი ფლაგმანური სმარტფონი Mi5S. პრეზენტაციამდე თითქმის ყველაფერი ცნობილი იყო ამ მოდელის შესახებ, თუმცა კომპანიამ მაინც შეძლო მომხმარებლის გაოცება. მოიაზრებოდა, რომ ვიზუალურად Mi5S მსგავსი იქნებოდა Mi5-სა, თუმცა ისინი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. გარდა ამისა, ბევრი მოელოდა  Mi5S-ს ორმაგი კამერით, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

johoubkmkuahbqidj3cfubo0x8wrio

Xiaomi Mi5S-მა შეინარჩუნა უკანა პანელის მოხრილი ფორმა. კამერა დარჩა იმავე ადგილას, მარცხენა ზედა კუთხეში. “Home” ღილაკი უკვე არ არის ფიზიკური,  ის გახდა სენსორული და მოთავსებულია მინის ქვეშ. იმავე ადგილას არის თითის ანაბეჭდის წამკითხველი სკანერი Snapdragon Sense ID, რომელიც კომპანის Qualcomm-ის განცხადებით სველ და ჭუჭყიან თითებზეც კი მუშაობს.

johou1s4c3vmsw9twawvfvglwb6acy

Mi5S-ის ეკრანი 5,15 დიუმიანია Full HD გარჩევადობით. მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ ეკრანი რეაგირებს დაჭერის ძალაზე, როგორც Apple-ის ბოლო სმარტფონები. ამ დროისთვის ეს ფუნქციონალი ხელმისაწვდომია მხოლოდ სტანდარტულ აპლიკაციებზე.

johou9ciyfujwz05f9qvz2wtqljcg4t8

აღსანიშნავია, რომ Xiaomi-მ პირველმა დააყენა სრულიად ახალი 12-მეგაპიქსელიანი სენსორი Sony IMX378. ეს არის 1/2,3-დიუმიანი სენსორით, f/2,0 დიაფრაგმით, 1,55მიკრომეტრი პიქსელების ზომით. ამასთანავე აღსანიშნავია, ოთხღერძოვანი სისტემა გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციისთვის, სისტემა ექვსი ლინზით, 4K ვიდეოს ჩაწერის მხარდაჭერა, შენელებული ვიდეო 120 კადრით წამში და ფაზური ავტოფოკუსი.

johoutae8ez05dnrqtpz2g8je6kwaz2tf

თუ Xiaomi-ს მოყვანილ მაგალითს დავუჯერებთ, ახალი ფლაგმანი ფოტოებს იღებს ისეთივე ხარისხისას, როგორსაც iPhone 6S და Galaxy S7.

johouhykknz0btvfuyos6lfox8mpxte

ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით Xiaomi Mi5S ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანდროიდ სმარტფონია. ის აღჭურვილია ახალი ოთხბირთვიანი პროცესორით Snapdragon 821, აქვს 4გბ ოპერატიული მეხსიერება ფორმატით LPDDR4 და 64 ან 128 გბ-იანი ჩაშენებული უსწრაფესი მეხსიერება UFS 2.0.

 

johouhisxmz1zuxputucerz05kvjvgsg

Xiaomi Mi5S-ის მახასიათებლები:

  • 5,15-დიუმიანი Full HD ეკრანი;
  • ოთხბირთვიანი პროცესორი Snapdragon 821;
  • გრაფიკული დამაჩქარებელი Adreno 530 სიხშირით 624 MHz;
  • 3/4 გბ ოპერატიული მეხისიერება LPDDR4;
  • 64/128 გბ ჩაშენებული მეხსიერება UFS 2.0;
  • 12მპ-იანი მთავარი კამერა Sony IMX378 ოპტიკური სტაბილიზაციით;
  • 4მპ-იანი წინა კამერა დიაფრაგმით f/2,0;
  • ბატარეა მოცულობით 3 200 mAh სწრაფი დამუხტვის ფუნქციით Quick Charge 3.0;
  • ოპერაციული სისტემა: MIUI 8  ბაზაზე Android 6.0 Marshmallow;
  • SIM-ბარათის ორი სლოტი;
  • 4G LTE-ის მხარდაჭერა;
  • თითის ანაბეჭდის ულტრაბგერითი სკანერი Snapdragon Sense ID;
  • კონექტორი USB Type-C;
  • NFC მხარდაჭერა;
  • ზომები: 145,6 х 70,3 х 8,25 მმ;
  • წონა: 145 გ.

johoupyswreaqz20wuz1zcz27ijlz20z0v

რაც შეეხება ფასს. 64 გბ-იანი მოდელის ფასი ჩინეთში იქნება 300დოლარი, ხოლო 128-იანის 345დოლარამდე.

წინა სტატიაGoogle ახალ საოპერაციო სისტემას ატესტირებს
შემდეგი სტატიაSpace X მარსის კოლონიზაციას აპირებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი