საუბარია კომპანია Fossil-ზე და თუ თქვენ მის შესახებ არაფერი გაგიგიათ მაშინ მოკლედ მომავიხილოთ ეს მწარმოებელი.
Fossil – არის კომპანია, ორმელიც ყიდის ძალიან ბევრ ჭკვიან საათს. არც ისე მოძველებული მონაცემებით მას ბაზრის 4% უჭირავს, რაც ორჯერ მეტია ვიდრე Samsung. ამავე სტატისტიკაში გათვალისწინებულია Xiaomi-ს Amazfit, რომელიც ფორმალურად ჭკვიანი საათიც კი არ არის. თუ გავითვალისწინებთ სრულფასოვანი საოპერაციო სისტემის მქონე მოწყობილობებს, მაშინ Fossil-ის მონაცემები თამამად შეგვიძლია გავაორმაგოთ.
მაშინ ისმის კითხვა, რატომ არ გსმენიათ მის შესახებ? საქმე იმაშია, რომ Fossil-ის მოწყობილობების უმრავლესობა არ გამოდის საკუთარი სავაჭრო ნიშნით და ის საათებს სხვა მოდურ ბრენდებს უმზადებს, როგორიცაა Skechers, Emporio Armani, Michael Kors, Marc Jacobs, Diesel და სხვ. აღსანიშნავია ისიც, რომ ცნობილი Misfit-იც მათ ეკუთვნით.
Fossil-ში თვლიან, რომ ჭკვიანი საათი ყველას არ ჭიდრება, ხოლო მოდური ბრენდის აქსესუარი შესაძლოა უფრო მოთხოვნადი იყოს ბაზარზე. ამიტომაც მათ ამ გზით გადაწყვიტეს საკუთარი ბიზნესის წარმოება. ტექნიკურა ყველა მოწყობილობა იდენტურია, კერძოდ მათ Android Wear საოპერაციო სისტემა და Qualcomm-ის ჩიპსეტი აქვთ.
40 მილიონი დოლარი ეს ის თანხაა, რასაც Google მათ ინტელექტუალურ საკუთრებაში გადაიხდის და Fossil-ის სპეციალისტების ნაწილიც მუშაობას უკვე Google-ში გააგრძელებენ.
მთავარი კითხვა ის არის თუ რაში ჭირდება საძიებო გიგანტს Wear OS-ზე მომუშავე კომპანიის თანამშრომლები და ტექნოლოგიები. პრეს-რელიზში საუბარია ტექნოლოგიაზე, რომელიც აუმჯობესებს არსებულ პლატფორმას ჭკვიანი საათებისთვის და გაურკვეველია რაზეა საუბარი, არის ეს აპარატული თუ პროგრამული გადაწყვეტილება. ერთადერთი რაც ნათელია ეს ხელშეკრულება მიუთითებს Google-ის დაინტერესებაზე კიდევ უფრო განავითაროს Wearable მოწყობილობების მიმართულება და შესაძლოა წელს Pixel-ის ბრენდის ჭკვიანი საათიც ვიხილოთ.